გარანტია

სკუტერებზე მოქმედებს 1 წლიანი და 6 თვიანი გარანტია (მოდელების შესაბამისად)

1. რა ნაწილებზე ვრცელდება გარანტია

საგარანტიო მომსახურება ვრცელდება შემდეგ ძირითად კომპონენტებზე:

  • ძრავი (ჰოლის სენსორები)
  • კონტროლერი
  • ელემენტი 
  • ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში უფასო შემოწმებასა და შეკეთებას ან შესაბამისი ნაწილის შეცვლას.

2. საგარანტიო მომსახურების მიღების პირობები

გარანტია ძალაშია, თუ:

– პროდუქტი გამოყენებულია ინსტრუქციის შესაბამისად

– არ არის თვითნებური დაშლა ან შეკეთება

– დაცულია ექსპლუატაციის პირობები ინსტრუქციის შესაბამისად

– წარმოდგენილია გარანტიის ან და შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტი

3. როდის არ ვრცელდება გარანტია

– მექანიკური დაზიანება (დარტყმა, ავარია, ჩამოვარდნა)

– წყლის დაზიანება ან ძლიერი ნესტის ზემოქმედება

– თვითნებურად დაშლა ან შეკეთება

– ბუნებრივი ცვეთა (საბურავები, მუხრუჭის ხუნდები, პლასტმასის დეტალები და ა.შ.)

– კომერციული/გაქირავების მიზნით გამოყენება

– გადაცემულია მესამე პირის მფლობელობაში

4. დამატებითი პირობები

– ელემენტის ბუნებრივი ტევადობის შემცირება დროთა განმავლობაში არ ითვლება დეფექტად.

– დიაგნოსტიკის შემდეგ ტექნიკური ჯგუფი განსაზღვრავს საგარანტიო შემთხვევას.

– საგარანტიო მომსახურების ვადა დამოკიდებულია დაზიანების ტიპზე(არაუმეტეს 40 კალენდარული დღისა)

-საგარანტიო მომსახურების ფარგლებში პროდუქტის სერვის ცენტრში მიწოდებასა და მიწოდების ხარჯებს უზრუნველყოფს მომხმარებელი.

Scroll to Top