Kugoo F1 Pro არის თანამედროვე, ძლიერი და კომფორტული ელექტრო სკუტერი, რომელიც შექმნილია როგორც ყოველდღიური გადაადგილებისთვის, ასევე უფრო გრძელი მარშრუტებისთვის. მისი 800W სიმძლავრის ძრავი უზრუნველყოფს სწრაფ აჩქარებას, სტაბილურ მართვას და მარტივად უმკლავდება ქალაქის აღმართებსა და სხვადასხვა ტიპის გზის საფარს.
სკუტერი აღჭურვილია 48V 18Ah ლითიუმის ელემენტით, რომელიც სრულ დამუხტვაზე საშუალებას გაძლევთ გაიაროთ 48-50 კმ-მდე. ეს მაჩვენებელი დამოკიდებულია მძღოლის წონაზე, სიჩქარეზე, გზის მდგომარეობასა და ამინდის პირობებზე.
Kugoo F1 Pro-ს მაქსიმალური სიჩქარე აღწევს 50 კმ/სთ-ს, რაც მას შესანიშნავ არჩევანად აქცევს როგორც ქალაქში გადაადგილებისთვის, ასევე ყოველდღიური მგზავრობისთვის. ძლიერი კონსტრუქციის წყალობით, სკუტერი უძლებს 120 კგ-მდე დატვირთვას.
მოდელი აღჭურვილია 10 ინჩიანი უკამერო საბურავებით, რომლებიც უზრუნველყოფენ უკეთეს მოჭიდებას, კომფორტულ გადაადგილებას და ნაკლებად არიან დაზიანებისკენ მიდრეკილი, ვიდრე ჩვეულებრივი კამერიანი საბურავები.
უსაფრთხოებისთვის სკუტერს აქვს დისკური სამუხრუჭე სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს ეფექტურ და საიმედო დამუხრუჭებას. დამატებით, აღჭურვილია წინა LED ფარით, მოხვევის მაჩვენებლებით (პავაროტნიკებით) და სტოპ-სიგნალით, რაც ზრდის ხილვადობას ღამის საათებში და მოძრაობის უსაფრთხოებას.
სრული დატენვის დრო შეადგენს დაახლოებით 8 საათს, რაც საშუალებას გაძლევთ დატენოთ სკუტერი ღამით და დილით სრულად მზად გქონდეთ გამოსაყენებლად.
Kugoo F1 Pro იდეალური არჩევანია მათთვის, ვინც ეძებს ძლიერ, საიმედო და კომფორტულ ელექტრო სკუტერს ყოველდღიური გამოყენებისთვის.










მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.